სად და რა ფასად შეიძლება დასვენება » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





სად და რა ფასად შეიძლება დასვენება თავისუფალი თემა
10-07-2011, 11:23
banksandfinance.ge
სად და რა ფასად შეიძლება დასვენებასაკურორტო სეზონი დაიწყო და დღითიდღე ძალას იკრებს. ყველგან - ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ორგანიზაციებში თუ დაწესებულებებში, ყველგან, მთავარი სასაუბრო თემა დასვენებაა. დასასვენებლად წამსვლელები ცდილობენ ისეთი ადგილის შერჩევას, სადაც ნაკლები დანახარჯით სასიამოვნოდ გაატარებენ დროს.
გთავაზობთ საქართველოს საზღვაო კურორტებზე არსებული სასტუმროების პირობებს. სასტუმროს ფასი ძირითადად იმის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუ რამდენად ახლოსაა ის ზღვასთან, რამდენად ხელსაყრელი პირობები აქვს დასვენებისთვის და რა სერვისს სთავაზობს დამსვენებლებს.
სასტუმრო ”ინტურისტ პალასი” ბათუმში: იგი 5 ვარსკვლავიანი თანამედროვე სასტუმროა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. სასტუმრო მხოლოდ ხუთი წუთის სავალი მანძილითაა დაშორებული ქალაქის ცენტრალურ, ნინოშვილის ქუჩას, ლამაზად გაშენებულ ბულვარს და და შავი ზღვის სანაპიროს.
`ინტურისტ პალასი” განთავსებულია მომრგვალებული ტიპის შენობაში, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს საზაფხულო კაფეს გადაჰყურებს. სასტუმროში არის როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი ოთახები, ლუქსი, პრემიერის და პრეზიდენტის ნომრები. ნომრის ფასებში განსხვავდება ოთახის ხედის მიხედვითა, პირობების შესაბამისად და იმის მიხედვით, თუ რომელ თვეში აპირებთ დასვენებას. ერთადგილიანი ნომრის ფასი ივლის-აგვისტოს თვეებში 141.60$-დან 200.60$-მდე მერყეობს. ორადგილიანი ოთახის ფასი, იგივე პერიოდში, 188.80$-დან 2124$-მდეა.
სასტუმრო ”შერატონი” ბათუმში: ბათუმის `შერატონი” შავი ზღვის რეგიონში პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა. ის ბათუმის ცენტრში მდებარეობს, ბათუმის აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმროდან ქალაქის ისტორიულ ცენტრამდე 5 - 10 წუთის გზაა. იგი მოიხსენიება, როგორც `შავი ზღვის კაშკაშა ვარსკვლავი~. სასტუმრო 203 ოთახისგან და სუიტისგან შედგება, 21 სართულზე 300 კვ. მეტრიანი პენთჰაუსია განთავსებული, საიდანაც 360 გრადუსით იშლება შავი ზღვის და ბათუმის ულამაზესი ხედები. ყველა ოთახი და სუიტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და საგანგებოდ `შერატონი~-სთვის შექმნილი სვით-სლიფერ საწოლებით. სასტუმროში ორადგილიანი ნომრის საფასური 190 ლარიდან იწყება. პაკეტი შეიცავს შემდეგ შემოთავაზებას: განთავსებას სასტუმროს ორადგილიან ნომერში, ხილის კალათა და შამპანური, სასტუმროში მოთავსების პირველ დღეს ბუფეტის ტიპის საუზმე, ბუფეტის ტიპის ვახშამი, გამაჯანსაღებელი ცენტრის მომსახურება: ღია, დახურული და ბავშვთა აუზები, საუნა, ჯაკუზი, ჰამამი-თურქული აბანო, ორთქლის ოთახი, ერთჯერადი მასაჟი ყოველ მოზარდზე, 10% ფასდაკლება ღია აუზის ბარში `ჟასმინი~. ეს შეთავაზებები მხოლოდ ორადგილიან ნომრებზე ვრცელდება. საოჯახო პაკეტი გულისხმობს ორ ზრდასრულსა და ორ ბავშვს, 6 წლის ასაკამდე. დამატებითი ადამიანისთვის თანხა 60 აშშ დოლარს შეადგენს. ზემოხსენებული ფასები 18% დ.ღ.გ.-ს გადახდას ექვემდებარება.
”ჯორჯოა პალას ჰოტელი” ქობულეთში: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო `ჯორჯია პალას ჰოტელი” არის შვიდსართულიანი სასტუმრო. იგი მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ზღვის სანაპიროდან 20 მეტრის დაშორებით, სასტუმროს ბაღი და აქვე არსებული უნიკალური, ზღვისა და მთის შერწყმული მიკროკლიმატი აღიარებულია, როგორც გულსისხლძარღვთა გამაჯანსაღებელი საუკეთესო საშუალება. სასტუმროში შესვლის მომენტიდანვე თქვენს ყურადღებას მიიქცევს გემოვნებით მოწყობილი მიმღები, თანამედროვე კომფორტული დეკორით. კარგად მომზადებული, მეგობრული მომსახურე პერსონალი თქვენ შეგხვდებათ და შემოგთავაზებთ უნაკლო მომსახურებას, რათა თავი უკეთესად იგრძნოთ.
სასტუმრო ”სავანე” ქობულეთში: დამსვენებლებს სთავაზობს 25 ნომერს, ინდივიდუალური სველი წერტილებით, ფართო აივნით, ტელევიზორითა და საკაბელო ტელევიზიით. სასტუმროში განლაგებულია რესტორანი, კაფე-ბარი და 40 კაციანი საკონფერენციო დარბაზი. აქვეა ასევე კეთილმოწყობილი ეზო და ხელოვნური ჩანჩქერი. სასტუმრო ‘’სავანე’’ გთავაზობთ დამატებით მომსახურებას, კერძოდ: საერთაშორისო ტელეფონით სარგებლობა, ფაქსი, ინტერნეტი, ნავით გასეირნება და თევზაობა. ფასები ერთ კაცზე ივლისის თვეში შეადგენს 30-35 ლარს, აგვისტოში 35 - 40 ლარს, ხოლო სექტემბერში 25-20 ლარს. ლუქსის ღირებულება ივლისში - 80$, აგვისტოში - 100$, სექტემბერში - 50$.
სასტუმრო ”ალბატროსი” ურეკში: იგი ზღვის სანაპიროდან 30 მ-ში მდებარეობს. სასტუმროში 28 ნომერია (ლუქსები და ნახევრად ლუქსები). ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე კონდიციონერით, ტელევიზორით და საჭირო ავეჯით. ზღვიდან დაბრუნებულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაისვენონ ბუნგალოში. სასტუმროს ეზოში შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, ისიამოვნოთ ცოცხალი მუსიკით. ორადგილიანი ნომრის ფასი 35 აშშ დოლარია, ლუქსის 110 აშშ დოლარი. ღირებულებაში შედის ერთი ადამიანი სამჯერადი კვებით.
სასტუმრო ”მირაჟი” შეკვეთილში: ეს არის საცხოვრებელი კორპუსი სრული კომფორტით. სასტუმრო შედგება 2, 3 და 4 ოთახიანი ნომრებისგან. აქვს ლუქსები და ნახევრადლუქსები. სასტუმროში არის რესტორანი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე, სპორტული დარბაზი. აქვს შემოღობილი, მოწესრიგებული ეზო და სანაპირო, სადაც უცხო პირები არ დაიშვებიან. ინდივიდუალური საგზურის შეძენისას 10 დღიანი ვიზიტის ღირებულება 500-დან 700-ლარამდე მერყეობს. ლუქსის ფასი ერთი ღამე ორ კაცზე საუზმით შეადგენს 200 ლარს, ივლისი-სექტემბერში - 250 ლარს. დამატებითი საწოლის ფასი ნომერში 20-25 ლ ფარგლებში მერყეობს.
სასტუმრო ”კამეო” კვარიათში: ეს სასტუმრო კვარიათში ახლახანს აშენდა. სასტუმროდან სანაპირომდე მხოლოდ 50 მეტრია. `კამეო~ დამსვენებლებს 36 ნომერს სთავაზობს, მას ერთდროულად 120 სტუმრის მიღება შეუძლია. ბოლო სართულზე რესტორანია განთავსებული, ზღვის მშვენიერი ხედით. სასტუმროში ასევე არის სილამაზის სალონი, მასაჟის სალონი, ფიტნეს კლუბი, საუნა და საცურაო აუზი. მომსახურება ნომრებში შემდეგნაირია: ტელევიზორი, სააბაზანო, კონდიციონერი, თმის საშრობი, მინი–ბარი, ცენტრალური გათბობა, ტელეფონი.
სასტუმრო ”მარტინი” კვარიათში: სასტუმრო 12 ნომერს, ცალკე 3 კოტეჯს: 4 საწოლნახევრიანს, 6 ორ ადგილიანს, 2 სამ ადგილიანს, ერთ 4 ადგილიან აპარტამენტს მოიცავს. სასტუმროს გააჩნია ღია აუზი ღამის განათებით. სასტუმროს ბარი უამრავ ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობს დამსვენებლებს. სასტუმროში აქვს საბილიარდო და ღამის კლუბი (ბუნგალო), სასტუმროდან კვარიათის სანაპირომდე მხოლოდ 50 მეტრია. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს უფასო საცურაო აუზი და ავტოსადგომი. ფასები მერყეობს 80 ლარიდან 250 ლარამდე, ადგილების შესაბამისად. ნომრის ღირებულებაში 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე შედის საუზმე.
სასტუმრო ”ლიზა” გონიოში: სასტუმროში სულ 16 ნომერია (სტანდარტული და ლუქსი), რომელთა ღირებულება 150 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. თითოეულ ნომერში არის 2 ან 3 საწოლი, კონდიციონერი, ტელევიზორი, მაცივარი და სველი წერტილი, ყველა ნომერს აქვს აივანი, მაგიდითა და სკამებით. ლუქსის ტიპის ნომერს 2 ოთახი გააჩნია: საძინებელი და მოსასვენებელი ოთახი.
სასტუმროს 2 ავტოსადგომი აქვს. ნომრის ღირებულებაში არ შედის კვება, თუმცა საუზმე, სადილი და ვახშამი ნომრიდან გაუსვლელად (მაგთი ფიქსის ტელეფონით) შეგიძლიათ დაუკვეთოთ, იქვე არსებულ კაფე-ბარში.
სასტუმრო ”ოაზისი” ჩაქვში: სასტუმრო შედგება სამი კორპუსისგან, სადაც განთავსებულია 93 სხვადასხვა კლასის ნომერი. 21 სტანდარტული, 31 დელუქსი, 29 ლუქსი, 8 საოჯახო, 4 აპარტამენტი. კვება არის ორჯერადი და სამჯერადი. ნომრებში არის შემდეგი სახის მომსახურებები: აბაზანა, თმის საშრობი, ხალათი, ლოსიონი, კონდიციონერი, ტელევიზორი (საკაბელო), ინტერნეტი, აივანი, მინიბარი (ფასიანი), ნომრის დალაგება ყოველდღე, თეთრეულის გამოცვლა - 3 დღეში ერთხელ. წვიმიანი ამინდის შემთხვევაში დამსვენებლებს სასტუმროს სოლარიუმით, დისკოტეკითა და შიდა აუზით შეუძლიათ ისარგებლონ.
სასტუმრო ”ანაკლია” ანაკლიაში: სასტუმრო 42 ნომრისგან შედგება. თითოეულ სართულზე 14 ოთახია, სართულზე 1 ლუქსია და 1 ოთახიც ინვალიდებისთვისაა განკუთვნილი. ასევე არის მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი თავისი ბარით. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია დახურული რესტორანი. სასტუმროს სტუმრებისთვის გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. პირველ სართულზე, ზღვის მხარეს განთავსებულია დახურული კაფე-ბარი. სასტუმროს აქვს საბილიარდო კაფე-ბარი.

მაგდა ლორთქიფანიძე

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე